Accentnews.ge
ფონ დერ ლაიენი: ევროპა ყველაფერს აკეთებს პუტინის სამხედრო მანქანის განადგურებისთვის

ფონ დერ ლაიენი: ევროპა ყველაფერს აკეთებს პუტინის სამხედრო მანქანის განადგურებისთვის

09/05/2023 13:10:43 ევროპა

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს, რომელიც დამცველებს უკვე სჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საბრძოლო მასალის სწრაფად შეძენისა და მიწოდების საკითხი განიხილეს.

"უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტების რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია.

„ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, „უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“.

მისი თქმით, აგრესორი უკვე დრამატულად დამარცხდა და უკრაინას შეუძლია, ევროპის დახმარების იმედი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

ფორ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა. ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, მისი თქმით, არის სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს ჰკითხა, როგორია უკრაინის სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამისთვის კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა, როგორც ბლოკში ქვეყნის მიღების პირობა.

„შთამბეჭდავია, რომ მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, უკრაინა დაუღალავად და ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ შვიდი ნაბიჯის განხორციელებაზე. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S