Accentnews.ge
იოზვიაკი "ევროპის სოციალისტური პარტიიდან" "ქართული ოცნების" გარიცხვის შესაძლო შედეგებზე საუბრობს

იოზვიაკი "ევროპის სოციალისტური პარტიიდან" "ქართული ოცნების" გარიცხვის შესაძლო შედეგებზე საუბრობს

09/05/2023 14:41:18 პოლიტიკა

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ "ევროპის სოციალისტური პარტიიდან" (PES) "ქართული ოცნების" გარიცხვა ნამდვილად არ დაეხმარება საქართველოს მმართველ პარტიას თავისი დღის წესრიგის წინ წაწევაში". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, PES-დან "ოცნების" გარიცხვას არ ექნება დიდი გავლენა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ამით საქართველომ შესაძლოა, არაფორმალური მხარდაჭერა დაკარგოს".

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პოლიტიკური ოჯახების თვალსაზრისით. [...] პოლიტიკურ ოჯახებს ბრიუსელში აქვთ ძალიან დიდი არაფორმალური ძალაუფლება და საქართველო და "ქართული ოცნება" შესაძლოა, ამის გარეშე დარჩეს", – განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, იოზვიაკმა.

იგი გამორიცხავს ევროპის 5 დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელშიც PES-დან გამორიცხვის შემდეგ "ოცნებას" შესაძლებლობა ექნება, პარტნიორობა გააგრძელოს. მისი თქმით, ერთადერთი პერსპექტივა ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ითანამშრომლობაა, თუმცა, იოზვიაკის შეფასებით, ეს "ოცნებისთვის" სახარბიელო არ იქნება.

"ბუდაპეშტის კონფერენციის მონაწილეთა უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება, წავიდეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა მას შეუძლია, შეუერთდეს "ევროპის კონსერვატიულ ჯგუფს", რომელიც გაცილებით პატარაა, მაგრამ მასში უდიდესი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" არის. ეს კი პოლონეთის პრემიერის პარტიაა და ვიცით, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი მეგობრები არიან. ღარიბაშვილი ვერ წავა "ევროპის სახალხო პარტიაში", რადგან ის სააკაშვილის პარტიაა, ვერ წავა ლიბერალებთან, რადგან ისინი არ მიიღებენ მას მისი შეხედულებების გამო და თუ მას სოციალისტებიც გამოაგდებენ, ვერ შეუერთდება ვერც კონსერვატორებს, ამის სურვილი არ ექნებათ არც მწვანეებს, რადგან ისინი უკიდურესად პროგრესულები არიან. გამოდის, რომ ევროპის 5 მთავარ პოლიტიკურ ჯგუფს არ სურს ღარიბაშვილის წევრობა. ერთადერთი, მას შეუძლია, შეუერთდეს ულტრამემარჯვენეებს, ასეთ შემთხვევაში კი, არ მგონია, კარგად გამოიყურებოდეს საქართველო, რომელსაც ასეთი პრემიერი ან მმართველი პარტია ეყოლება", - განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, იოზვიაკმა.

ამავე თემაზე: "ევროპის სოციალისტური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი: "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა"

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ "ევროპელი სოციალისტების პარტიის" დამკვირვებელი წევრია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S