Accentnews.ge
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15/11/2019 17:03:00 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

რუსთაველზე შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია. ისინი გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, ცსკ-ს ხელახლა დაკომპლექტებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ აქციებს მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების განცხადებით, დღეს აქციაზე დამატებით კარვებსაც მოიტანენ.

აქციაზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.  დღევანდელ აქციზე მცირე ინციდენტის მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას განარიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S