Accentnews.ge
გიორგი გახარია: "ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან"

გიორგი გახარია: "ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან"

15/11/2019 16:26:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირების შესრულება კონსტიტუციაში გვიდევს. საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში 2024 წლიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. 

აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. 

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ. 

იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S