Accentnews.ge
Enerhoatom: "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვალიფიციური პერსონალის კატასტროფულ დეფიციტს განიცდის“

Enerhoatom: "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვალიფიციური პერსონალის კატასტროფულ დეფიციტს განიცდის“

10/05/2023 15:18:17 ევროპა

უკრაინულმა კომპანია Enerhoatom-მა (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი) განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც ისედაც განიცდის „კვალიფიციური პერსონალის კატასტროფულ დეფიციტს“, "ძალადობრივ ევაკუაციას უპირებს" დაახლოებით 3100 თანამშრომელს.

Enerhoatom-ის ინფორმაციით, თავდაპირველად 2700 თანამშრომელს, რომლებმაც რუსეთის ენერგეტიკის წარმომადგენლებთან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი, გაიყვანენ ქალაქ ენერგოდარიდან, რომელიც ქარხნის მახლობლად მდებარეობს.

Enerhoatom-ის შეფასებით, რუსეთმა გამოავლინა „უუნარობა“, უზრუნველყოს სადგურის ოპერაციები და რომ ასეთი დიდი რაოდენობის თანამშრომლების ევაკუაცია გავლენას მოახდენს ობიექტის უსაფრთხოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის გათიშულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 მაისს განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების ე.წ. ევაკუაცია ქალაქ ენერგოდარიდან.

გენშტაბის ინფორმაციით, სადგურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვთ, მათი ოჯახის წევრებს კი, შესთავაზეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქების – ბერდიანსკისა და კირილოვკის სასტუმროებში გადაყვანა. თუმცა ისინი, ვინც ევაკუაციას დასთანხმდნენ, რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს და კარვებში შეასახლეს.

ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S