Accentnews.ge
"ქართული ოცნების" დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორს" უწყობენ

"ქართული ოცნების" დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორს" უწყობენ

16/11/2019 07:11:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

შენობასთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად მართავს.


ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ.

ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შენობაში შეძახილებით აცილებენ.

„თქვენ ნახეთ, რომ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში იყო იგივე პროტესტი, ეს არის საერთო განწყობა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ეს ქვეყანა დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. მათ არ ექნებათ კომფორტი, რომ ტყუილებისთვის, არჩევნების მსხვრევისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ სიარულისთვის აქ შეიკრიბონ და ერთმანეთში რაღაც სისულელეები აკეთონ. ყველგან ექნებათ დისკომფორტი. ვიქნებით სხდომის დასრულებამდე, მათ შეხვდებათ ძალიან მწვავე პროტესტი აქ და ყველა ადგილას სადაც მივლენ. დღეს რაც ხდება რუსთაველზე დღეს არის ყველას საქმე. „ქართული ოცნების“ არსებობას ქართული საზოგადოების თავზე და კისერზე ვაპროტესტებთ, მას შემდეგ, რაც მათ ადამიანებს წაართვეს მთავარი, არჩევნების უფლება, ისინი მიიღებენ მუდმივ, ძალიან მწვავე პროტესტს, ყველგან, სადაც იქნებიან. „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს მაქსიმალურად, ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით. ბოლომდე შევასკდებით რომ შევუქმნათ დისკომფორტი, რადგან ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს. სადამდეც შევძლებთ ბოლომდე ვიჭიდავებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S