![„ქართული ოცნების“ ოფისთან დაძაბულობაა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/8741.jpg)
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაძაბულობაა [ვიდეო]
16/11/2019 08:58:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის ორივე შესასვლელთან იყვნენ განლაგებული და სხდომაზე დასასწრებად მისულ დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლით ატარებდნენ შენობაში.
„თქვენ ნახეთ, რომ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში იყო იგივე პროტესტი, ეს არის საერთო განწყობა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ეს ქვეყანა დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. მათ არ ექნებათ კომფორტი, რომ ტყუილებისთვის, არჩევნების მსხვრევისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ სიარულისთვის აქ შეიკრიბონ და ერთმანეთში რაღაც სისულელეები აკეთონ. ყველგან ექნებათ დისკომფორტი. ვიქნებით სხდომის დასრულებამდე, მათ შეხვდებათ ძალიან მწვავე პროტესტი აქ და ყველა ადგილას სადაც მივლენ. დღეს რაც ხდება რუსთაველზე დღეს არის ყველას საქმე. „ქართული ოცნების“ არსებობას ქართული საზოგადოების თავზე და კისერზე ვაპროტესტებთ, მას შემდეგ, რაც მათ ადამიანებს წაართვეს მთავარი, არჩევნების უფლება, ისინი მიიღებენ მუდმივ, ძალიან მწვავე პროტესტს, ყველგან, სადაც იქნებიან. „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს მაქსიმალურად, ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით. ბოლომდე შევასკდებით რომ შევუქმნათ დისკომფორტი, რადგან ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს. სადამდეც შევძლებთ ბოლომდე ვიჭიდავებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ