Accentnews.ge
ძიძიგური: „ჰააგის მიერ ძებნილად გამოცხადებული პუტინის გადაწყვეტილებას არავითარი სიმპათია და გულჩვილობა არ უნდევს საფუძვლად!“

ძიძიგური: „ჰააგის მიერ ძებნილად გამოცხადებული პუტინის გადაწყვეტილებას არავითარი სიმპათია და გულჩვილობა არ უნდევს საფუძვლად!“

10/05/2023 18:13:31 პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ფრენების აკრძალვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება კონკრეტულ გეგმას უკავშირდება და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაა.

„რუსეთს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, არც საქართველოს კეთილგანწყობის დასაფიქსირებლად: რაც კი მასთან საქართველოს ისტორია გადაკვეთილა, რუსეთს მუდმივად აქვს თავისი ქვე–გეგმები. ეს ქვე და შეიძლება, ძირითადი გეგმაც იმაში მდგომარეობს, რომ მას სტატუსის მოახლოებული მინიჭების პროცესის ჩაშლა სურს. თუ დედამიწის ზურგზე ვინმეს სურს, შეფერხდეს ევროინტეგრაცია, ყველაზე დაინტერესებული სახელმწიფო რუსეთია. ღრმად მწას, რომ პუტინის (რომელიც ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული) გადაწყვეტილებას არავითარი სიმპათია, გულჩვილობა არ უნდევს საფუძვლად“,– თქვა კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა.

იხილეთ ასვე: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S