Accentnews.ge
კობახიძე მმართველი პარტიის ოფისთან დაფიქსირებულ პროტესტს სერიოზულად არ აღიქვამს

კობახიძე მმართველი პარტიის ოფისთან დაფიქსირებულ პროტესტს სერიოზულად არ აღიქვამს

16/11/2019 10:46:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ოფისთან დაფიქსირებულ პროტესტს სერიოზულად არ აღიქვამს. 

როგორც მან აღნიშნა, მათი ოპონენტები თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტს წააგებენ.

„ჭიქაში ქარიშხალს ნუ შევქმნით. მე ახლა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს ვუყურებდი და რეალურად დღეს პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. ჭიქაში ქარიშხალი არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად. ისინი, ჩვენი ოპონენტები თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტს წააგებენ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებს ოფისში შეძახილებით - „მონებო“ აცილებდნენ. „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხდა რამდენჯერმე მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S