Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში

სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში

11/05/2023 07:52:38 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მაისის დილით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილეს სომხეთის პოზციები სოთქის რაიონის მიმართულებით, რასაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპასუხეს შესაბამისი „თავდაცვითი და პრევენციული ზეომენით“. დაჭრილია 3 სამხედრო.

თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის არამ ტოროსიანის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო სამედიცინო დამხმარების სამსახურის ავტომანქანასაც, რომელშიც დაჭრილი სომეხი სამხედრო იმყოფებოდა.

ცნობას ტყუილი უწოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.

უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გასული ღამიდან დაიწყეს ინტენსიური სროლა ზოდის რაიონის მიმართულებით.

სამინისტროს ცნობით, მძიმედ დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო.

ბაქომ ერევანი დაადანაშაულა მიზანმიმართულ პროვოკაციაში და პასუხისმგებლობა სომხეთის ხელისუფლებას დააკისრა.

14 მაისს ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრაა დაგეგმილია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

1-5 მაისს ვაშინგტონში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S