Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი – პუტინის გადაწვეტილებებზე: ჩვენ გვაქვს ყველა პარტნიორის მხარდაჭერის იმედი, რომ სანქციები იყოს დაცული და მოიტანოს სრულყოფილი შედეგი

საფრანგეთის ელჩი – პუტინის გადაწვეტილებებზე: ჩვენ გვაქვს ყველა პარტნიორის მხარდაჭერის იმედი, რომ სანქციები იყოს დაცული და მოიტანოს სრულყოფილი შედეგი

11/05/2023 09:25:36 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და აცხადებს, რომ პარიზს აქვს ყველა პარტნიორის მხარდაჭერის იმედი, რომ მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები დაცული იქნება.

"ევროპისა და დასავლეთის სანქციებს აქვთ მკაფიო მიზანი – დაასრულოს რუსული აგრესია უკრაინაში და აიძულოს რუსეთი, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ინტერესი. ჩვენ გვაქვს ყველა პარტნიორის მხარდაჭერის იმედი, რომ სანქციები იყოს დაცული და მოიტანოს სრულყოფილი შედეგი", განუცხადა ელჩმა "აქცენტს".

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S