
აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაატარეს
17/11/2019 05:36:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და რამდენიმე პოლიტიკოსი იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან და აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება იქამდე, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას გააცნობენ.
აქციაა დაგეგმილი 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზეც.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე 14 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.