Accentnews.ge
13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

11/05/2023 16:25:33 სამართალი

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურული იყო.

საზოგადოებრივი ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

კიდევ ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალს არც მოზარდის მეზობელი აღიარებს. ის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S