Accentnews.ge
სასამართლომ ნაკაიძე ნაწილობრივ გაამართლა და 1 წელი მიუსაჯა

სასამართლომ ნაკაიძე ნაწილობრივ გაამართლა და 1 წელი მიუსაჯა

11/05/2023 17:34:52 სამართალი

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ედავებოდნენ, სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლომ ნაკაიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, ხოლო გაუპატიურების, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ბრალდების ნაწილში გაამართლა", – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი 2022 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე დაზარალებულს დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით მასზე ფიზიკურად იძალადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S