Accentnews.ge
პოლონეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადებაში შროდერის როლს იძიებს

პოლონეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადებაში შროდერის როლს იძიებს

12/05/2023 04:12:32 ევროპა

პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობარ გერჰარდ შროდერის მიმართ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადებაში მისი როლი აინტერესებთ, - იუწყება პოლონური რადიოსადგური RMF FM.

"საგამოძიებო დოკუმენტების თანახმად, გერმანელ ყოფილ პოლიტიკოსს შეეძლო, რუსეთის ენერგოსექტორში თავისი მაღალი თანამდებობები ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლის განსახორციელებლად გამოეყენებინა".

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე შროდერს მოსკოვისგან დისტანცირება არ მოუხდენია და აგრძელებდა რუსეთის ენერგოკომპანიებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობას. ორიოდ დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი კანცლერი დიდ სამამულო ომში სსრკ-ის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში რუსეთის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო.

გერჰარდ შროდერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას 1998-2005 წლებში ედგა სათავეში, კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი წლები რუსულ ენერგოკომპანიებში მაღალ თანამდებობებზე გაატარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S