
ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებიან
12/05/2023 06:36:16 ევროპა
რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა 12 მაისს, დილით, ქალაქში „ძლიერი აფეთქების“ შესახებ განაცხადა.
„ძლიერი აფეთქება მელიტოპოლში. ხმა ისმოდა ქალაქის ცენტრში. ვაზუსტებთ, რად მოწიეს ოკუპანტებმა წარუმატებლად“, - განაცხადა მერმა დეტალების დაზუსტების გარეშე.
ზაპოროჟიის ოლქის მელიტოპოლი რუსულმა ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებისას დაიკავეს. უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში ხშირად იუწყებიან ქალაქში აფეთქებების შესახებ.