
პარლამენტთან, კანცელარიასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან დიდი ოდენობით საპოლიციო დანაყოფებია მობილიზებული
17/11/2019 10:14:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო სამართალდამცველები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, შენობის წინ და ეზოშიც არიან მობილიზებულები.
პარლამენტის ეზოში სამართალდამცავების გარდა, მობილიზებულია გადაუდებელ დახმარებათა დეპარტამენტის სახანძრო სამაშველო ჯგუფი.
პარლამენტის გარდა, დიდი ოდენობით საპოლიციო დანაყოფები მობილიზებულია კანცელარიასთან, ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია 15:00 საათზე დაიწყება. პროტესტი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.