Accentnews.ge
ბურჭულაძე: ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უფრო მეტით გაიზარდა

ბურჭულაძე: ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უფრო მეტით გაიზარდა

12/05/2023 06:59:59 თავდაცვა

საქართველოს თავადაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, "ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უფრო მეტით გაიზარდა"

„არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მხოლოდ სოციალურ პროექტებს ვაფინანსებთ. გარდა იმისა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, წელს პირველი იანვრიდან მოემატათ ანაზღაურება 20%-ით, იგივე გავაკეთეთ ჩვენ პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს, გავუზარდეთ ანაზღაურება. მას შემდეგ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ტემპს“, - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ "პროპორციულად გაიზარდა დაფინანსება, სამხედრო შეიარაღებაზეც და ამ კუთხით ძალიან დიდი პროექტებია დაწყებული":

"ხელშეკრულებებია დადებული ხელის გადასატანი, ერთჯერადი ყუმბარების შესყიდვაზე ესპანურ კომპანიასთან, გერმანულ კომპანიასთან. მიმდიანრეობს მუშაობა „ელბიტთან“, რომელიც გახლავთ ისრაელის წარმოება, ანტი-დრონებზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე".

ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე ,,ჯარის ქალაქის " მშენებლობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობა დასრულებულია და ტერიტორიაზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც 1 თვეში დასრულდება.

მინისტრის თქმით, "ეს პროექტი იქნება განგრძობითი ხასიათის და ამის ვალდებულებას სახელმწიფო აიღებს კოდექსით, რომ მომავალშიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეებზე". როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, "გრძელდება მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რაც მოტივაციას უქმნის სამხედრო მოსამსახურეებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S