
უკრაინის თავდაცვა, ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, ბახმუტში არსებული ვითარების შესახებ იტყობინება
12/05/2023 07:17:00 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ და ასევე დაადასტურა ინფორმაცია, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 კილომეტრით წინსვლის შესახებ.
„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ–ით წინ წაიწიეს. ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს",– განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, ოკუპანტები სავარაუდოდ, რეალური მდგომარეობის გასამართლებლად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, იარაღის დეფიციტის შესახებ.
იარაღის დეფიციტის შესახებ განსაკუთრებით, ბოლო კვირაში, ინტენსიურად იუწყება რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი. სწორედ ეს დაჯგუფება აქტიურობს ბახმუტის მიმართულებით.