Accentnews.ge
დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

17/11/2019 08:46:18 სხვა, საზოგადოება

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" და რიგი ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება. პროტესტი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია დაჯდა საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდა მატყუარა რეჟიმს. რეჟიმს - ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრას. პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ",- აცხადეებენ აქციის ორგანიზატორები. 

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშნვაა, რომელიც ე.წ გერმანული მეთოდით გაიმართება. 



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S