Accentnews.ge
დანილოვი: "ომის ზამთრამდე დასრულება გვსურს"

დანილოვი: "ომის ზამთრამდე დასრულება გვსურს"

12/05/2023 15:06:33 ევროპა

უკრაინას ომის დასრულება ზამთრამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გამოცემა Report-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კონტრიერიში უახლოეს დროში, დანილოვმა უპასუხა, რომ “უახლოესი დროის” ცნება ყველას განსხვავებული აქვს.”

„ვიღაცისთვის ეს ერთი-ორი დღეა, ვიღაცისთვის კვირა ან თვე. მთავარია შედეგი. ჩვენი ტერიტორიები უნდა გავათავისუფლოთ. ქმედებები საჭირო დროს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დაიწყება. არც ადრე და არც გვიან, არამედ დროში ზუსტად”, - განაცხადა დანილოვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უკრაინული არმიის ქმედებები გაზაფხულსა და ზაფხულში არის ხოლმე ყველაზე აქტიური, ვიდრე ზამთარში, დანილოვმა უპასუხა, რომ “ზამთრამდე ომის მთლიანად დასრულება გვსურს.”

„ზოგადი გეგმა გვაქვს - ყველა ჩვენი ტერიტორია გავათავისუფლოთ ტერორისტებისგან, რომლებიც თავს დაგვესხნენ. ერთადერთი საკითხი დროა. ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული ერთი თუ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდება. დროით არ შევიზღუდებით, იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც საჭიროა,” - აღნიშნა დანილოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S