Accentnews.ge
ზელენსკი: "ოკუპანტები უკვე მზად არიან მარცხისთვის"

ზელენსკი: "ოკუპანტები უკვე მზად არიან მარცხისთვის"

12/05/2023 16:53:59 ევროპა

ოკუპანტებმა ეს ომი უკვე საკუთარ ფიქრებშიც წააგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო! უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მეტი იარაღის გადაცემა მზადდება.

“თქვენთვის, მეომრებო, კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი შესაძლებლობების გადაცემისთვის ვემზადებით, რათა აგრესორი დავძლიოთ და მშვიდობა აღვადგინოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბახმუტში რიგ პოზიციებზე მტერმა უკან 2 კილომეტრით დაიხია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S