
პარლამენტის გარდა, ანტისამთავრობო აქცია დღეს რესპუბლიკის მოედანზეც გაიმართება
17/11/2019 08:52:09 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის გარდა, ანტისამთავრობო აქცია დღეს რესპუბლიკის მოედანზეც გაიმართება.
რესპუბლიკის მოედანზე აქციის გამართვას “პატრიოტთა ალიანსი” 17:00 საათზე გეგმავს.
“პატრიოტთა ალიანისის” მიერ გამართული აქციების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება.
“ეს აქციები დამთავრდება ქართული ოცნების ხელისუფლების გადადგომით” ,- განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” აქციას ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშიც” შეურთდება.
ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელალხა შეიტანს პროპორციულ არჩევნების კანონპროექტს პარლამენტში, თუმცა იქნება მცირედი სხვაობა. მისი განცხადებით, მათ კანონპროექტში ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ის ნაცვლად განსაზღვრული იქნება 0,70%-ით.
ცნობისთვის: ქვეყანაში საპროტესტო აქციები "ქართული ოცნების "მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.