Accentnews.ge
ანკარა: „როგორც სტრატეგიული მოკავშირე, პატივს ვცემთ აშშ–ის გადაწყვეტილებას“

ანკარა: „როგორც სტრატეგიული მოკავშირე, პატივს ვცემთ აშშ–ის გადაწყვეტილებას“

23/05/2019 09:47:48 სხვა, მსოფლიო

თურქეთი ირანიდან ნავთობის იმპორტს წყვეტს, – იუწყება Reuters თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ  ვეთანხმებით ირანის მიმართ აშშ–ის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ როგორც სტრატეგიული მოკავშირე, პატივს ვცემთ და ვემორჩილებით აშშ–ის გადაწყვეტილებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვფიქრობთ, ირანის იზოლაცია სარგებლის მომტანი არ იქნება“, – განაცხადა თურქმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთი ირანული ნავთობის ჩანაცვლებას, ერაყიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან გეგმავს.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისიდან ირანისთვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნებოდა. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისთვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S