Accentnews.ge
კობახიძე: „თუ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, ჩვენ მას დავძლევთ“

კობახიძე: „თუ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, ჩვენ მას დავძლევთ“

14/05/2023 14:38:39 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა მას დაძლევს.

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე არის გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ ვეტოს დაადებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, რის გამოც არ არსებობს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დარჩეს საარჩევნო კოდექსში":

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი. არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის და არასამთავრობოების მოთხოვნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ირაციონალური, უპრეცედენტო წესი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე, თუმცა, მოგეხსენებათ, დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც შესაბამისობაშია თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.

10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებდა.

ამავე თემაზე: რა რისკებს ქმნის "ქართული ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S