Accentnews.ge
„საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ“

„საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ“

17/11/2019 12:33:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას.

„პიკეტირება ესაა ამ ადამიანების პოლიტიკის გამოხატულება, მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს. [...] უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა... საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც... [...] მიზანი, „ნაცმოძრაობას“ რაც ჰქონდა, რომელიც ლიდერია დღეს ამ საპროტესტო აქციების, გარკვეულწილად განხორციელდა, რადგან საზოგადოებაში გადავიდა დაპირისპირების მუხტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციური გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება უნდა მოახდინონ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S