Accentnews.ge
„აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება“

„აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება“

17/11/2019 13:11:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება, ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

„აქ ვდგავარ ბოლო 30 წელია იმ უზენაესი ღირებულებისთვის, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.  აქ ჩვენ ვდგავართ უზენაესი ღირებულების დასაცავად. როდესაც მიდის თავისუფლებაზე და თავისუფლებისთვის ბრძოლა იქ შენ არ კითხულობ, რამდენ ხანში მიაღწევ წარმატებას, იქ შენ დგახარ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია. [...] აქ ჩვენ რაღაცის მოსაგებად კი არ ვდგავართ, აქ ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ ქართველებს არ შეგვიძლია მონობაში ცხოვრება. [...] ტაქტიკას – პიკეტირება იქნება თუ მიტინგს დაძრავენ, ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი არის ის, რომ არ დაიშალოს ოპოზიციის ერთიანობა. ეს არის შემთხვევა. როდესაც ოპოზიცია პირველად გაერთიანდა ღირებულების ირგვლივ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით საარჩევნო ცვლილების ჩაგდება „შეურაცხმყოფელი თაღლითობა“ იყო.

„ეს არის თაღლითობა, მაგრამ შეურაცხმყოფელი თაღლითობა. არის შემთხვევები, როცა მოგატყუებენ, მარგამ თითქოს პატივს გცემენ. ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს უთხრეს, მოგატყუეთ და ამ ტყუილში იცხოვრეთო. თუ ამას მიიღებს საზოგადოება , მერე აღარაფერზე უნდა გვქონდეს პრეტენზია“.  



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S