Accentnews.ge
ხაზარაძე: "მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს"

ხაზარაძე: "მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს"

17/11/2019 12:34:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, ისევე როგორც სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის პროპორციული არჩევნების დაბრუნება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. მოვუწოდებ ყველა დიპლომატს და ელჩს ჩაერიონ, რომ დაბრუნდეს კანონი პარლამენტში და მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის".

ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რიგი ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მოქალაქეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S