Accentnews.ge
მარტში დაკავებული აკოფაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელმაც აშშ-ში წასვლაზე უარი განაცხადა

მარტში დაკავებული აკოფაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელმაც აშშ-ში წასვლაზე უარი განაცხადა

15/05/2023 14:43:22 სამართალი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის თორნიკე აკოფაშვილის საქმე დაეწერა მოსამართლეს, რომელმაც კოლეგის მიმართ სოლიდარობის ნიშნად აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა. კერძოდ, რომეო ტყეშელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორთვიანი სასწავლო ვიზიტით წასვლაზე "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის სოლიდარობის ნიშნად თქვა უარი. 2022 წლის ივლისში იგი ამბობდა, რომ არ ჰქონდა “მორალური უფლება” წასულიყო აშშ-ში, როცა მისი კოლეგა პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ იგი მიკერძოებულია.

"დღეს სასამართლო პროცესზე დაინიშნა კლანის წევრი, რომლის განცხადებები შეესაბამება კლანის სიტყვებს. მან ერთხელ უკვე შეასრულა კლანის დავალება და ამერიკაში სასწავლო ვიზიტით არ წავიდა. დღეს მას მისცეს მეორე დავალებ, რომ რუსულ კანონთან მებრძოლ თორნიკე აკოფაშვილს სამართალი წაართვას და შეეცადოს, თავისუფლება წაართვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვენდობით ამ მოსამართლეს,“ — აცხადებდნენ აკოფაშვილის ადვოკატები. თუმცა მოსამართლემ აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის თორნიკე აკოფაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი, უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით 8 მარტს დააკავეს. თორნიკე სასამართლომ 10 მარტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S