
"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადო
17/11/2019 13:45:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წარმოამდგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარს, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ, ბოქლომი დაადო. მანამდე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ვერც ერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში ვეღარ შევიდოდა.
„ბევრი თქვენგანი წუხს, რა არის ჩვენი გეგმა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს. დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან ვერ შეხვალ, ვიცი, საიდან ამოდის გვირაბი... მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი, მაშინ როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ბოქლომის დადების შემდეგ ჭიშკართან სპეციალური ტექნიკით შესაბამისი სამსახური მივიდა და ჯაჭვი გადაჭრა.