
პარლამენტის შესასვლელებთან კარვებს შლიან
17/11/2019 13:52:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები კარვებს შლიან. ისინი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ შეუშვებენ.
მანამდე მათ ბოქლომი დაადეს შესასვლელ ჭიშკრებს. ბოქლომის დადების შემდეგ ჭიშკართან სპეციალური ტექნიკით შესაბამისი სამსახური მივიდა და ჯაჭვი გადაჭრა.