
ირმა ინაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები“
17/11/2019 14:05:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" რუსთაველზე ალტერნატიულ აქციას მართავს. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ გადაინაცვლა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ და აქციებს დამოუკიდებლად გააგრძელებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები, პოლიტიკური მელაკუდობა. მთავარი დაპირება „ქართული ოცნების“ იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. დღეს უკან წაიღეს ეს დაპირება ძალიან უხერხული, მიუღებელი ფორმებით. ამიტომ არ შეწყდება პროტესტი, ძალიან დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება და გადატყდება ხელისუფლებს [წელში]“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.