Accentnews.ge
უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მასშტაბური კორუფციული სქემის გამო დააკავეს

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მასშტაბური კორუფციული სქემის გამო დააკავეს

16/05/2023 08:45:44 ევროპა

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- იუწყება უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ანტიკორუფციული ორგანოები უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელს ქრთამის სახით $2.7 მილიონის აღებას ედავებიან.

წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ.

თავად უზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, კნიაზევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S