Accentnews.ge
სენაკის მერმა ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ეტლები გადასცა

სენაკის მერმა ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ეტლები გადასცა

24/04/2023 15:12:17 რეგიონები, რეკლამა

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცა.

ბენეფიციარებს ეტლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გადასცა.

,,ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირებზე ზრუნვაა. სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს მსგავს აქტივობებს, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ეტლებით შშმ პირთა უზრუნველყოფა საერთაშორისო ასოციაციის - ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S