Accentnews.ge
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია: საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით ტურისტული პაკეტები შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია: საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით ტურისტული პაკეტები შესაძლოა, უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს

16/05/2023 09:38:43 პოლიტიკა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით ტურისტული პაკეტები შესაძლოა,უახლოეს ორ კვირაში გამოჩნდეს.

„იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება, მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - აღნიშნავენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

ამასთან, უწყების ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ავტობუსების ტურები განახლდეს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S