Accentnews.ge
ვაშაძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებს, ხვალ პარლამენტში არ მივიდნენ

ვაშაძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებს, ხვალ პარლამენტში არ მივიდნენ

17/11/2019 14:17:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებს, ხვალ პარლამენტში ნუ მივლენ. 

"თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და ხვალ პარლამენტში არ მოვიდნენ ... თუ მოვლენ, შესვლა სცადონ",– განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, პარლამენტზე შტურმი არ იგეგმება. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ვერავინ შევა.

"აბსოლუტურად მშვიდად ვართ. არავის ფიზიკური ძალადობით არ ვემუქრებით. აქედან ფეხსაც არ მოვიცვლით, დამლაგებელიც ვერ შევა პარლამენტში. ამ შემადგენლობამ დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია. უნდათ დაგვარბიონ? დაგვარბიონ, უნდათ, გაგვახონ? გაგვლახონ. აქ დაგვშლიან? სხვაგან შევიკრიბებით.  

თუ გონიერება შერჩა ხელისუფლებას, დაელაპარაკება საკუთარ ხალხს",– განაცხადა გრიგოლ ვაძაძემ. 

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი; პიკეტირებულია საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი.  

ცნობისთვის: ხვალ პარლამენტში ბიუროს და კომიტეტის სხდომებია დაგეგმილი.  

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შსს–მ განცხადება გაავრცელა.

„აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა ერთი მხრივ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, და მეორეს მხრივ, სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“,  – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S