სამადაშვილი – რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ: "პირდაპირი საფრთხეა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ"

16-05-2023 14:50:40 ციტატა

"რუსეთთან ფრენების აღდგენა, ეს არის სწორედ პირდაპირი საფრთხე იმის, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. ქვეყანა დადგება დარტყმის ქვეშ იმიტომ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით და ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე, რომ თქვენი ["ქართული ოცნების"] დამსახურებით ქვეყანამ არამხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი, არამედ ასევე, აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს. დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ", – ასე მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა "ქართულ ოცნებას" პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები