ერმაკი– რუსეთთან ფრენებზე: "როგორც ჩანს, ზოგიერთს გორში მომხდარი ტრაგედია დავიწყებული აქვს"

16-05-2023 16:45:49 ციტატა

"საქართველომ რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე კიდევ ერთ ავიაკომპანიას "Georgian Airways" დართო ნება, მანამდე "Azimuth Airlines" იყო. ქართველი ხალხი უკრაინას სოლიდარობას მუდმივად უცხადებს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს კლავდა, 2014 წლიდან ის უკრაინელებს კლავს. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები, განადგურებული მარინკა, ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს, ბავშვების გატაცება...როგორც ჩანს, ზოგიერთს გორში მომხდარი ტრაგედია დავიწყებული აქვს", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები