Accentnews.ge
ბათუმში „თიბისი ბანკის“ კრედიტოფიცერი დაჭრეს

ბათუმში „თიბისი ბანკის“ კრედიტოფიცერი დაჭრეს

16/05/2023 13:44:18 სამართალი

ბათუმში მდებარე „თიბისი ბანკის" მთავარ ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S