
იტალიის პოლიციამ 2.7 ტონა კოკაინით დატვირთული გემი დააკავა, ტვირთი სომხეთში ბათუმის პორტიდან უნდა გადაეტანათ
16/05/2023 15:00:24 სამართალი
იტალიის პოლიციამ 2.7 ტონა კოკაინით დატვირთული გემი დააკავა, – იუწყება გერმანული გამოცემა DW.
მისი ცნობით, ტვირთი სომხეთში ბათუმის პორტიდან უნდა გადაეტანათ.
სპეცოპერაცია კალაბრიის რეგიონში, ჯოია ტაუროს პორტში ჩატარდა. ეკუადორიდან გამოსულ გემზე კოკაინი 78 ტონა ბანანის კონტეინერში იყო დამალული. ნარკოტიკები კონტეინერებში სპეციალიზებული სკანერების და გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.
ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 800 მილიონი ევროა.