Accentnews.ge
პარალმენტის წინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა

პარალმენტის წინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა

17/11/2019 14:53:01 სხვა, სამართალი, საზოგადოება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი: ერთ-ერთი პირი აქციის მონაწილეს დაუპირისპირდა. მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება, რომელიც კონფლიქტში შევიდა აქციის მონაწილესთან, ტერიტორიას განარიდეს.

პირის გაყვანის დროს  კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს,რომელიც მედიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობდა, მოქალაქემ სახეში დაარტყა, შემდეგ კი იგივე პირი ეცადა აქციის სხვა მონაწილისთვის დროშა წაერთვა. რა რეაგირება ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას ჯერჯერობით უცნობია.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას პროვოკაციების მზადებაში ადანაშაულებენ.

ამ დროისთვის მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს გამოეყო და სავარაუდოდ, "ქართული ოფისის" შენობისკენ დაიძრა.

"ეს არის სიურპრიზი "ოცნებისთვის",– აცხადებენ ახალგაზრდები.   

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S