
პროტესტის ფონზე „ქართული ოცნება“ დიალოგზე დღეს პირველად ალაპარაკდა
17/11/2019 15:07:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ–ერთ ლიდერ რომან კაკულიას განცხადებით, , პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებით ოპოზიცია დიალოგისკენ „გზას იჭრის“. აღსანიშნავია, რომ პროტესტის ფონზე „დიალოგმა“ „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს პირველად გაიჟღერა.
კაკულიას თქმით, ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, რადგან ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია.
„ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობა არის, არ ვკონცენტრირდეთ, ჩემი აზრით, ძალიან შერაცხმყოფელ და არაადეკვატურ განცხადებებზე, გვინდა ვკონცერტრირდეთ მხოლოდ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი მათ მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, , ჩემი აზრით, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, , საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი , რომ ვიპოვოთ გამოსავალი ერთმანეთთან, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს“,-განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის რუსთაველზე აქცია პროპორციული არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით გრძელდება; პიკეტირებულია პარლამენტის შენობაში შესასვლელები; გაშლილია კარვები. ახალგაზრდების ჯგუფი ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ შენობისკენ მიემართება, სადაც პოლიციაა მობილიზებული.