
სენაკის მერი საკილასონიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
28/04/2023 16:25:35 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან უჩანეიშვილთან ერთად ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული გზით ისარგებლებს.
სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.