
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს
16/05/2023 16:27:44 რეგიონები, რეკლამა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს.
სამინისტროს ცნობით, ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ტარდება ინგლისურ ენაზე სამ ტურად. პირველი და მეორე ტური ჩატარდა წერილობითი ფორმით. პირველ ტურში მონაწილეობას იღებდა 400-ზე მეტი მოსწავლე.
ესეების კონკურსის მესამე ტური ჩატარდა 2023 წლის 14 მაისს პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. კონკურსის მესამე ტურში მონაწილეობდა 37 მოსწავლე.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან პოლონეთში.