
მაკო გომური: "არ გაჩერდეთ!"
17/11/2019 15:23:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობს წინ შეკრების საზოგადოებას 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულმა დემონსტრანტმა მაკო გომურმა მიმართა.
„ სრულიად ცარიელ ქუჩაში მომხვდა ტყვია. გუშინ მეტროში ორი „ძველი ბიჭი“ მოვიდა ჩემთან და მითხრეს, „იმ აქციაზე შენ არ უნდა იდგეო“. ძალიან გავბრაზდი, არაფერი მითქვამს. აქედან ვპასუხობ, მე, ჩვენ თუ არა, მაშ აქ ვინ უნდა იდგეს? მე მჭირდება თავისუფალი, წარმატებული ცხოვრება და ვალდებულად ვთვლი თავს, ამ ყველაფრისთვის ვბრძოლო. ჩემს მშობლებს შინიათ, აქ რომ ვდგავარ, რადგან როდესაც აქ ვიდექი, ეს კარგად არ დამთავრდა. [...] არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ განვეკუთვნები, ჯანდაბაში წასულა პოლიტიკა, მე ვდგავარ იმისთვის, რომ მე მქონდეს ჯანსაღი მომავალი. მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სანაც ადამიანის სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ჩინოვნიკების. არ გაჩერდეთ!“,– მიმართა დემონსტრანტებს გომურმა.
რუსთაველზე აქცია გრძელდება, გაშლილია კარვები და პიკეტირებულია პარლამენტში შესასვლელები.