Accentnews.ge
 „ქართული ოცნების“ ოფისში ახალგაზრდების გამოჩენისთანავე შუქები ჩააქრეს

„ქართული ოცნების“ ოფისში ახალგაზრდების გამოჩენისთანავე შუქები ჩააქრეს

17/11/2019 15:34:07 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

ახალგაზრდების ჯგუფმა, მოძრაობა „შეცვალემ“ მმართველი გუნდის წევრებს "ქართული ოცნების" ოფისთან მიაკითხა,  თუმცა ოფისში შუქები ჩააქრეს. იქმნება ასოციაცია, რომ ოფისი ცარიელია. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ოფისში მმართველი პარტიის წევრები შეხვედრას მართავენ და სურთ, საკუთარი პროტესტის ხმა მათ მიაწვდინონ. 

ახალგაზრდების მთავარი სლოგანი არის „შეცვალე!“. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტი გაგრძელდება და მმართველი გუნფის წევრებს დისკომფორტს სხვადასხვა ლოკაციებზე ქვეყნის მასშტაბით შეუქმნიან.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მთავარ ოფისს, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და სამართალდამცველთა კედელი ჰყოფს დემონსტრანტებს ოფისის შესასვლელისგან. ახალგაზრდების თქმით, ისინი აღნიშნულ ლოკაციაზე მცირე დროს დაჰყოფენ, შემდეგ კი დაუბრუნდებიან პროტესტის მთავარ კერას – რუსთაველის გამზირს, სადაც ამ დროისთვის კარვებია გაშლილი.

ადგილზე მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის: ხაალგაზრდეს საპროტესტო ტექსტის დაწერა სურდათ, თუმცა პოლიცია მას ამის უფლებას არ აძლევდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ მათ დატოვეს წარწერა "სისტემა უნდა დაინგრეს".  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S