
უსუფაშვილს პარლამენტის წინ შეკრებილებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს
17/11/2019 16:10:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში კონსულტაციებისას მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროტესტი იყოს კანონიერი და კონსტიტუციის ფარგლებში.
„იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი და გამოსავალი არის კიდევ უფრო მარტივი. საქართველოს პარლამენტის შენობას ძალიან ბევრჯერ განუცდია ამ ტიპის საპროტესტო აქციების ტალღები. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, ამ პროცესშიც არსზე გაამახვილოს ყურადღება და გამოსავალი მალე მოვძებნოთ, რათა არ აღმოვჩნდეთ იმ ტიპის საშიშროების წინაშე, რაც 20 ივნისს უკვე გავიარეთ: რამაც ძალიან დიდი და უარყოფითი კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას.
პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებმა. ამაღამ ეს პიკეტირება როდემდე გაგრძელდება, რა იქნება, ამაზე ვერაფერს გეტყვით ამ წუთში. მე ამის თაობაზე მაქვს მარტივი პასუხი, რაც შეიძლება მალე არის გამოსავალი მოსაძებნი. ემოციური მუხტი ძალიან მაღალია და ამას სჭირდება მალე მოვლა, ჩაცხრობა და არა გამრავლება და ახალი პრობლემის შემქნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. დემონსტრანტებს პიკეტირებული აქვთ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი, გაშლილია კარვები და აცხადებენ, რომ ხვალ პარლამენტში დაგეგმილ;ი ღონისძიებები ვერ შედგება.
განახლება
"ტვ პირველის" ეთერში დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციურ საკონსულტაციო ჯგუფს შორის განხეთქილება არ არის, არის აზრთა სხვადასხვაობებიც და არ ემიჯნება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.
"კონსტიტუციის ფარგლებში მწვავე პროტესტის გამოხატვა აუცილებელია",– დასძინა უსუფაშვილმა.
იხილეთ ასევე: