
რა შემთხვევაში შეწყდება პროტესტი რუსთაველზე
17/11/2019 16:44:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგილავას განცხადებით, როდესაც ხელმოწერილი იქნება კანონი პროპორციული არჩევნების შესახებ და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, პროტესტი შეწყდება.
„როგორ გგონიათ, რომ თქვან, თანახმა ვართო [„გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებაზე], აქციები შეწყდება? მსოფლიოს წინაშე დადეს პირობა, მაგრამ პირველივე მოსახვევში მოიტყუეს და ახლა ვენდოთ?“,–განაცხადა გიგი უგულავამ.
ამ დროისთვის რუსთაველზე აქცია გრძელდება, გაშლილია კარვები და პიკეტირებულია საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელები. მომიტინგეები გეგმავენ, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს, ხვალ კი 12 საათზე ერთ–ერთი კომიტეტის სხდომაა დანიშნული. მომიტინგეები პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებას ითხოვს.