Accentnews.ge
გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს

გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს

17/11/2019 17:00:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემას “გიორგი თარგამაძის ფორმულას" წაიყვანს. 

ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. იგი “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი იყო.

2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S