Accentnews.ge
რამდენი ადამიანი დათვალა შსს–მ რუსთაველზე

რამდენი ადამიანი დათვალა შსს–მ რუსთაველზე

17/11/2019 17:24:29 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე თავმოყრილი დემონსტრანტების რაოდენობა წარმოადგინა. კერძოდ, იგი ირწმუნება, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით,  5 500–მდე მოქალაქე იყო წარმოდგენილი, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე – 1500–მდე, ხოლო ბათუმში –  50–მდე. 

„შს სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“,– განაცხადა სირაძემ. მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის აქციაზე დაკავებული არავინაა.  

ცნობისთვის: თბილისში განვითარებულ მოვლენებს  გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Reuters ეხმიანება და წერს, რომ ვადამდელი არჩევნები დღეს ათობით ათასმა ადამიანმა მოითხოვა. მისივე ცნობით, დღეს თბილისის ცენტრში საკუთარი პროტესტი 20 000–მდე ადამიანმა დააფიქსირა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S